top of page

ლეგენდად აღიარებული მხატვარი

ამბობენ როცა ადამიანი კვდება ,ბევრად უფრო ფასდება სხვა ადამიანების თვალში, ბევრად უფრო იკვლევენ და ინტერესდებიან მათი ცხოვრებით. ასევე მოხდაა მოდილიანის ცხოვრებაში. სიკვდილის შემდეგ ის ყველამ დაააფასა, ყველამ აღიარა რომ ამადეო ლეგენდა იყო , რომელის შემოქმედებაც დიდი კვალი დაოტვა ხელოვნების ისოტრიაში, თქვა თავისი სათქმელი თანაც ისე რომ დღემდე ყველას დაამახსოვრა. ლეგენდები არ კვდებიან, ისინი უბრალოდ ტოვებენ ამ სამყაროს და სხვებს უთმობენ გზას

ამადეო მოდილიანი-მხატვარი,რომელმაც სრულიად ახალი სამყარო შექმნა და დიდი სიმართლითა და სულიერებით წარმოადგინა ადამიანი. მოდილიანი ისტორიაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, სიცოცხლეში არაღიარებული გენიოსი ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომდადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი. მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება.

გოგენის შემდეგ,მოდილიანმა ყველაზე უკეთ შეძლო გამოეხატა თავის შემოქმედებაში გრძნობა ტრაგიკულისა,მაგრამ მასთან ეს გრძნობა ბევრად უფრო ინტიმურია და გამორიცხავს ყოველგვარ განკერძოებულობას. შეიძლება ითქვას,რომ მოდილიანი ყველაზე თანამედროვე მხატვარია ჩვენსხელოვანებს შორის.იყო თანამედროვე მხატვარი ნიშნავს იმას,რომ შემოქმედებითად გადმოსცე შენი ეპოქის ტრთოლა,მაჯისცემა,ღრმა ფსიქოლოგია.ამისთვის არ კმარა საგანთა მხოლოდ გარეგნული გამოსახვა,უნდა შეგწევდეს უნარიც მათი სულის გახსნისა.სწორედ ეს დიდებულად შეძლო ამადეომ,მონპარსანელმა მხატვარმა,რომელიც ამიერიდან მსოფლიოს კუთვნილებაა”. მოდილიანმა იცოდა იმის ფასი რასაც აკეთებდა ,სხვებმა არ იცოდნენ… უიღბლპბა და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება,ხელმოკლეობა და სნეულობა ბავშვობიდანვე დაჰყვა ბედად. წარჩინებული ოჯახიდან იყო.მამა ებრაელი სეფარდი ფლამინიო მოდილიანი, რომელსაც სამაკლერო კანტორა ჰქონდადა დედა ევგენია გარსენი სპინოზას შორეული შთამომავალი.ამადეო სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა მშობლების სახლში ჩინოვნიკები გამოცხადნენ უკვე ვალში აღწერილი ქონების წასაღებად . არავითარი ბანკი მათ არ გააჩნდათ ყელამდე ვალებში ჩაფლული მამა მოდილიანის გაკოტრება კი სტიქიურ უბედურებად დაატყდა თავს. მართლაც რომ თავს დაატყდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან თანახმად იტალიის კანონებისა მელოგინეს ქონება ხელშეუხებელი იყო. ყველაფერი თუ კი რამ ფასეულობა გააჩნდათ ოჯახში ჩინოვნიკების მოსვლამდე მელოგინის საწოლზე დაყარეს. დედამ ახალშობილისათვის ეს ცუდის მომასწავლებლად ინიშნა. მამის მიმართ მოდილიანი ყოველთვის გულგრილი იყო,ზოგჯერ მტრულადაც კი იყო მისდამი განწყობილი ,დედა კი გატაცებით უყვარდა და დედასაც დიდი გავლენა ჰქონდა მასზე.

დაწყებითი განათლება კერძო სკოლაში მიიღო,რომელიც დედამისმა გახსნა. ბაბუა კი ხელოვნებას აყვარებდა,მუზეუმებში დაატარებდა,კულტურისა და ფილოსოფიის ინტერესს უღვივებდა. ორი წლის ამადეო მეტად ანცი,განებივრებული და ჯიუტი ყოფილა,მაგრამ ამავდროულად საყვარელი.კითხვა ყვარებია და თვალგახელილი ისრუტავდა ყველაფერს სამყაროდან. უცხო ენებს ძალიან ადვილად ითვისებდა თურმე.მცირეწლოვანი იყო,მაგრამ ფრანგულად გამართულად ლაპარაკობდა,თუმცა ეს არ ყოფილა მისი ნიჭიერების ზღვარი.ცნობილია,რომ წლების მერე ის პარიზში ლექსებსაც წერდა და ფილოსოფიური აზროვნებითაც გამოირჩეოდა,საინტერესო მოაზროვნე და თავისი პრინციპების ერთგული გახლდათ. ძალიან მგრძნობიარე ბავსვი იყო .დარდიც უსასრულო იცოდა. სუსტი მოარდი ყოფილა და ადვილად ხდებოდა ავად.:11 წლისამ პლევრიტი გადაიტანა,მერე ტიფიც დაემართა.იმ დროისთვის იმდენი ადამიანი იმსხვერპლა ტიფმა,რომ ნამდვილად არ ეგონათ ამადეო თუ გადარჩებოდა .1898 წლიდან ამადეო გულიელმო მიკელის კერძო სამხატვრო სტუდიაში დადიოდა. ყველაზე პატარა იყო კლასში,14 წლისა.მთელი არსებით ეუფლებოდა მხატვრობას,მასწავ;ებელიც შთაბეჭდილების ქვეშ ჰავდა მოქცეული.ისედაც სუსტი ამადეო,შემოქმედებითმა შრომამ კიდევ უფრო დაასუსტა და 1900წელს ის ტუპერკულოზით დაავადდა. ამ დროიდან იწყება მისი “მოგზაურობა” ,ერთი ადგლიდან მეოერეზე გადასვლა,ჯამრთელობის აღდგენის იმედით.პირველად დედასთან ერთად ნეპოლში წავიდა,შემდეგ რომში და კაპრიზე.შემოიარა ვენეცია და ფლორენცია.ყველგან მისი გონება ხელოვნებისკენ იყო მიმართული.

1895 წელს მოდილიანმა სერიოზული ავადმყოფობა გადაიტანა. ამასთან დამავშირებით დედამ თავის დღიურში ასე ჩაწერა:“დიდოს ძალიან მძიმე პლევრიტი ჰქონდა. მე ჯერ ვერ გამოვრკვეულვარ იმ საშინელი შიშისაგან. ამ ბავშვის ხასიათი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, რათა შემეძლოს მასზე გარკვეული აზრის გამოთქმა. ვნახოთ რა გამოვა ამ ჭიის პარკისაგაბ, იქნებ მხატვარი?’” ხატვა დიდომ 5 წლის ასაკიდან დაიწყო, 14 წლისა კი მეცადინეობას იწყებს ფერწერაში გულიელმო მიქელისთან,მის მიერვე დაარსებულ ფერწერის სკოლაში. ლივორნოში. მასთან ერთად სწავლობდნენ ოსკარ გილია, ბუნვენუტო ბუნვენუტი, რენატო ნატალი და სხვები.ერთ მშვენიერ დღესაც ამადეომ დედას გამოუცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს მიატოვოს ლიცეუმი და მთლიანად მიეცეს მხატვრობას.902-1903 წლებში მოდილიანი ვენეციასა და ფლორენციაში ხატვის ტექნიკას ეუფლებოდა. 1906 წელს, დედის დახმარებით პარიზში გაემგზავრა, რადგან ქანდაკების შესწავლა სურდა. მისი ქანდაკებები ნაკლებადაა ცნობილი, თუმცა იმავე სტილშია შესრულებული, რომელშიც მისი ნახატები.დიდო თავიდან მონმარტზე დასახლდა, მეგობრებთან, სუტინთან და ლიფშიცთან ერთად, რომლებიც, ასევე იმპრესიონისტი მხატვრები იყვნენ.

ამადეო წერილებს წერდა მეგობარს-მხატვარ ოსკარ გოლიას.ყველაფერს უყვებოდა,რასაც ხედავდა და რითითაც ცხოვრობდა.როგორც ჩანს,იმის მიუხედავად,რომ ჯამრთელობა ხელს არ უწყობდა,მისი ფიქრები სული და გონება მხოლოდ ხელოვნებისადმი ლტოლვით იყო დაკავებული. მას სურდა მოგზაურობის გაგრძელება,ყველა საზღვრისა და წინაღობის გადალახვა,მაგრამ ტუბერკულოზის გადასალახავად კი არა მხატვრობის სრულყოფილებისთვის. მოდილიანი და გილია შეთანხმდნენ ფლორენციაში ერთად წასვლაზე და ცოდნის გაღრმავებაზე და მართლაც ისინი მიემგზავრებიან და ეწერებიან “შიშველი ნატურიდან ხატვის თავისუფალ სკოლაში.” მათი მასწავლებელი ჯოვანი გახლდათ,სწორედ მან შეასწავლა ორივეს რენესანსის ისტორია.ამ პერიოდში მოდილიანი ქანდაკებებით დიანტერესდა და ერთხანს თეთრი მარმარილოებით ცნობილ ქ.კარარკაშიც იმუშავა.პარალელურად ფლორენციის აღორძინების ხანის ხელოვნებასაც სწავლობდა,ეცნობოდა ძველ არქიტექტურასა და მხატვრობას.ჰქონდა დახვეწილი ტექნიკა და გამოცდილება,მაგრამ თავადაც ხვდებოდა რომ სჭორდებოდა ცხოვრებისეული მუხტი მძაფრ იგანცდები ,სიყვარული, ტკივილი,იქნებ სწორედ ამიტომ იყო სკოლის იშვიათი სტუმარი,ამჯობინებდა საროსკიპოებში სიარულს და ჩანახატების გაკეთებას. მალე ოსკარი ვენეციაში გადავიდა და ამადეოც კვალდაკვალ მიჰყვა.

მოდი მალე ჩაერთო პარიზის ღამის ცხოვრებაში, მას ბოჰემური ადამიანის რეპუტაცია შეექმნა, რამაც საბოლოოდ, კიდეც დაღუპა.მოდილიანის შემოქმედებაში რამდენიმე პერიოდს გამოყოფენ. მათ შორის, ცისფერ პერიოდს, ზანგურ პერიოდს, იტალიურ პერიოდს და, ბოლოს, პორტრეტებს . შიშველი ნატურის დასახატად ის მეძავებს იყენებდა.რაც უფრო უკიდეგანო იყო ხელოვნების სამყარო,რომელსაც ეძიარა,მით მეტად უძლიერდებოდა საზღვრების გარღვევის დაუძლეველი სურვილი. მისი მოხეტიალე სული აქეთ-იქით აწყდებოდა. თავდავიწყებით ეძლეოდა ალკოჰოლს….ერთო ოცნება ჰქონდა,პარიზში უნდოდა წასვლა.საამისო სახსრები ცხადია არ გააჩნდა,თუმცა დედამ მოახერხა და მცირეოდენი თანხა მოიპოვა და შვილი პარიზში გაუშვა…პარიზში ამ დროისთვის ხელოვანთათვის საუკეთესო პირობები იყო შექმნილი .ახალგაზრდა მხატვრები აქ პოპულარულობასა და სახელს იხვეჭდნენ.შეიძლებოდა მისი ყველა ოცნება ამხდარიყო…იტალიიდან ჩამოყოლილი ფულით თავიდან კეთილმოწყობილ სასტუმროში დაბინავდა, სენის მარჯვენა სანაპიროზე. მოდილიანი დაუხლოვდა პიკასოს,რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა….მხატვარს ხელოვნება ბევრ საინტერესო ადამიანთან აკავშირებდა,თვითონაც მეტად საინტერესო იყო მათთვის.

დედა ფულს უგზავნიდა,მაგრამ ის მცირე თანხა პარიზში საცხოვრებლად მეტად მწირი გახლდათ/ამიტომ ხშორად ბინის ქირა უგვიანდებოდა,თავმობეზრებული სახლის პატრონები კი მკაცრად სთხოვდნენ თანხის გადახდას. ისიც იძულებული იყო გასცლოდა ….გადადიოდა ერთი სახლიდან მეორეში,თან მიქჰონდა მცირედი-რამოდნეიმე პირადი ნივთი.ზოგჯერ სულ იმდენი,რომ ცალ ჯიბეში იტევდა.მიდიოდა და ხშირად ნაქირავებ ბინაში ტოვებდა ნახატებს,რომებსაც მერე კაცმა არ იცის რას უშვებოდნენ.ოცნებები უსამარდებოდა….“ეტყობა ფერწერა ჩემს სურვილებზე ძლიერია,ის მოითხოვს,რომ პარიზში ვცხოვრობდე…პარიზში უბედური ვარ,მაგრამ მხოლოდ ამ ქალაქში შემიძლია მუშაობა…”-ეუბნებოდა თურმე მეგობრებს.1914 წლიდან მოდილიანმა ექსკლუზიურად მწერალ ლეოპოლდ ზბოროვსკისთან დაიწყო ხატვა. ეს უკანასკნელი მხატვრის გადაბარგებულიყო ,წარმომადგენლად მიიჩნეოდა და ნახატების გაყიდვაში ეხმარებოდა. სწორედ მან შეუწყო ხელი უკვე მძიმედ ავადმყოფ დიდოს სამხრეთ საფრანგეთში რადგან ამ პერიოდში პარიზში ცხოვრება, პირველი მსოფლიო ომის გამო, შეუძლებელი იყო.1917 წლის 3 დეკემბერს, პარიზის ერთ-ერთ გალერეაში მოდილიანის პირველი გამოფენა გაიხსნა. პოლიციის უფროსი შეაშფოთა შიშველი ქალბატონების გამოსახულებებმა და მხატვარი აიძულა, გამოფენა სასაწრაფოდ დაეხურა.

1910 წელს მოდილიანმა ანა ახმატოვა გაიცნო.უცხოელი გოგონა სულ რაღაც 20 წლის იყო,მაგრამ იმდენად საინტერესო,რომ ამადეოს ყურადღება მიიქცია. 1958 წელს ანა იხსენებდა :”მოდილიანი არავის არ ჰგავდა,მისი ხმა სამუდამოდ ჩარჩა ჩემს გონებაში..უპოვარი იყო,ვერ გამეგო რით არსებობდა,როგორც მხატვარს კი არავინ აღიარებდა.” ერთმანეთს ლუქსემბურგის პარკში ხვდებოდნენ.ფასიან სკამზე როგორ ჩამოსხდებოდნენ, უფასო სკამზე ისხდნენ,უქონელი და უარყოფილი მოდილიანი არაფერზე წუწუნებდა.არც შიმშIლსა და უსახსრობას ახსენებდა,არც იმას,რომ მისიუ ხელოვნების არავის არაფერი გაეგებოდა…მხოლოდ ერთხელ 1911 წელს დაუჩუვლია: გასულ ზამთარს ისე ცუდად ვიყავი ჩემთვის ყველაზე ძვირფასზეც კი ვეღარ ვფიქრობდიო. ანა იხსენებდა :”მეჩვენებოდა თითქოს მარტოობის მყარი გარსით იყო შემოსაზღვრული..”

1917 წლის ივლისში კი მოდილიანმა გაიქცნო 19 წლის ჟანა ებიუტერნი, რომელთანაც არაოფიციალური ურთიერთობა აკავშირებდა. ჟანა მის მოდელადაც იქცა.ჟანა ებიუტერნი, ქალი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მოდილიანის მიუძღვნა, მისცოლობაზე ოცნებობდა, მაგრამ მაინც არაოფიციალური ცოლის სტატუსით შემორჩა ისტორიას. ჟანამ და მოდიმ ერთმანეთი 1917 წელს გაიცნეს და მალე ერთად დასახლდნენ. მაშინ ჟანა 19 წლის, სახვითი ხელოვნების სკოლის სტუდენტი იყო. ჟ ანას მოდილიანის ბევრი პორტრეტი აქვს დახატული.გაზაფხულზე ისინი ერთად დაბრუნდნენ პარიზში, სადაც მოდილიანს პირველი ქალიშვილი შეეძინა. მისი ნახატებიც უკეთესად იყიდებოდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1920 წლის იანვარში, ტუბერკულოზისა და მფრინავი მენინგიტის დიაგნოზით, ამადეო მოდილიანი გარდაიცვალა.ამადეომ ჟანას პორტრეტი,მათ პირველივე შეხვედრაზე დახატა და თავის უახლოეს მეგობარს, მოქანდაკე ბრაკუზის უთხრა: „შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე“.ა მბობდნენ 19 წლის ჟანა, ჩიტს ჰგავდა, რომლის შეშინება ძალიან ადვილია. მას ქალური, მოკრძალებული, მომღიმარი, მოგრძო სახე ჰქონდა, ღვინოს არასოდეს სვამდაამ დროს ჟანა მეორე ბავშვს ელოდებოდა. მან ვერ გადაიტანა მოდის სიკვდილი, მეორე დღეს მშობლების სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.დიდო და ჟანა ერთად დაკრძალეს პარიზის უძველეს, პერლაშეზის სასაფლაოზე.


Featured Posts
Recent Posts
Archive
No tags yet.
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page